Friday, June 28, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება;

სიგარეტი = სიკვდილი

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით;
რა შედეგი შეიძლება მოიტანოს სიგარეტის მოწევამ?

3. პროეკტის აქტუალობა;
მოსწავლეები გაარკვევენ თუ რა სირთულეები მოსდვს სიგარეტის  მოწევისას

4. პროექტის მიზნები;
 მიზანია მოსწავლეებმა ისწავლონ ინფორმაციის მოძიება,გაეცნონ იმ  უხილავ პრობლემებს რაც სიგარეტის მოწევას უკავშირდება და არ დაუშვან ის შეცდომები რაც ჯანმრთელობას შეუქმნის პრობლემას.

5. მონაწილეთა ასაკი
13–14 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა;
1 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;
მოსწავლეები  შეძლებენ საზოგადეობასთან ურთიერთობას, გაეცნობიან იმ იმფორმაციას რაც მათთვის არ არის ისეთი თვალნათელი და თუ რა სირთულეები მოყვება სიგარეტს, აგარ დაუშვებენ უცოდინარობის გამო იმ შეცდომას რაც ჯანმრთელობას ხელს შეუშლის.

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები;
პროექტისთვის საჭიროა სხვადასხვა რესურსი , ეს არის აუდიო ფირი, საქაღალდე და კალამი,ასევე ის უნარები რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის აუცილებელია.

9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები);
თემის შერჩევის შემდეგ გუნდი გავყე 3 ჯგუფად, 1- გუნდის დავალებაა მოიძიონ ინფორმაცია ექიმ კონსულტატებიდან თუ რა შედეგი მოჰყვება სიგარეტის წევას, 2- გუნდის დავალებაა სოციალური გამოკითხვა  საზოგადოების აზრი სიგარეტთან დაკავშირებით, ხოლო 3- ჯგუფის დავალებაა მოიძიონ ინტერნეტიდან ან სიგარეტის მწარმოებელ ქარხნიდან თუ რა შემადგენლობა აქვს სიგარეტს.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
·           გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,  სიახლეთა  აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
·           განუვითარდეს ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლოს მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება;
·           გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა;
·           ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;
·           გამოუმუშავდეს  კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;
·           განუვითარდეს თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს საზოგადოებაში  თავისი ადგილიგანსაზღვრა;
·           მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;
·           გაცნობიერებული ჰქონდეს მეცნიერების როლი კაცობრიობის პროგრესში;
·           გააზრებული ჰქონდეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის განვითარებისთვის.

11. პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი);
მარინე მათიაშვილი

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა;
mati1977@mail.ru

13. პროეკტის ვებ- გვერდი/ბლოგი;
marinamatiashvili.blogser.com

სიგარეტი= სიკვდილის

სიგარეტის მავნებლობა

სურათები

სიგარეტის მავნებლობა








მწეველის ფილტვები